მედიამ ქეით მიდლტონის დედას ყველაზე მხიარული ბებია უწოდა. ამის მიზეზი კი „ინსტაგრამზე“ გავრცელებული ვიდეოა, სადაც კეროლ მიდლტონი ოფისში საახალწლო სამზადისის დროს ფანტასტიკურუდ ერთობა. ნაძვის ხესთან გადაღებულ ვიდეოში, 64 წლის კეროლი სანათი ხმლით ფარიკაობს.
იქამდე კი კეროლმა საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის ნაძვის ხის ფონზე პოზირებს და Party Pieces -ის ოფისში შექმნილ საშობაო განწყობაზე საუბრობს. ეს ის ბიზნეს ცენტრია, რომელიც მიდლტონების ოჯახს ეკუთვნის და სადაც ქეითი და პიპა მიდლტონები დაქორწინებამდე მუშაობდბნენ.
მედიაში ამ ვიდეოს გამოხმაურებებიც მოჰყვა. სავარაუდოდ, სწორედ ასე ერთობა კეროლ მიდლტონი შვილიშვილებთან, პრინც ჯორჯთან, შარლოტასთან და ლუისთან.