ქეით მიდლტონი წმინდა პატრიკის დღესასწაულზე ჰემფშირში გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. ეს გახლავთ ირლანდიელთა სიმბოლური და ძალიან გამორჩეული დღე, რომელსაც მიდლტონი ყოველწლიურად სტუმრობს. ირლანდიელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე ქეით მიდლტონი „ალექსანდრ მაკქუინის“ მწვანე პალტოში წარსდგა. ბოლო დროს ქეითი ყოველთვის ამ ბრენდის სამოსით ჩნდება, რადგან პატივს მიაგებს საყვარელ დიზაინერს, რომელიც მარტში 56 წლის უნდა გამხდარიყო.
ქეითმა ანსამბლს „რალფ ლორენის“ მაღალყელიანი ჩექმა შეუხამა, ხოლო პალტოს წმინდა პატრიკის დღის სიმბოლო, ყვავილებიანი ბროში ალამაზებდა. განსაკუთრებულად ემოციური იყო ქეითის შეხვედრა ირლანდიურ მცველ ძაღლთან, რომელიც ირლანდიურ გვარდიაში ოფიციალურად მსახურობს.
„ალექსანდრ მაკქუინის“ პალტოში გამოწყობილმა ქეით მიდლტონმა ჩაცმის პროტოკოლი დაარღვია – მედია
გაზაფხულის პრინცესა – ქეით მიდლტონი „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს წითელ პალტოში
ქეით მიდლტონი, რომელიც შინდისფერ კუბოკრულ პალტოში ბრწყინავდა, ქალთა კოლონიას ესტუმრა







