ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში კენტის ჰერცოგინიას, ეკატერინეს დაკრძალვა გაიმართა. გამოსამშვიდობებლად სამეფო ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი, დიდი ბრიტანეთის 76 წლის მეფე ჩარლზი, 75 წლის პრინცესა ანა და 65 წლის პრინცი ენდრიუ ყოფილ მეუღლესთან, სარა ფერგიუსონთან ერთად.
ქეით მიდლტონი საჯაროდ შავი სამგლოვიარო კაბით გამოჩნდა, ანსამბლს კი „შანელის“ ჩანთა, ვუალით დაფარული ქუდით და მარგალიტის ყელსაბამი შეუხამა, რომელიც ადრე გარდაცვლილ დედოფალ ელისაბედს ეკუთვნოდა. უელსის პრინცესამ ეს ყელსაბამი 2022 წელს თავად დედოფლის დაკრძალვაზე, ასევე 2021 წელს პრინცი ფილიპის დაკრძალვაზე გამოაჩინა.
ქეით მიდლტონი „ალესანდრა რიჩის“ ნაცრისფერ კაბასა და „ჰუგო ბოსის“ ფეხსაცმელში გამოჩნდა
ქეით მიდლტონი ქერათმიანი გახდა – უელსის პრინცესა ფანტასტიკურ ფორმაშია
კაშკაშა ლურჯი კაბა, ჩალის ქუდი და ძვირფასი სამკაულები – ქეით მიდლტონის ბრწყინვალე ლუქი „უიმბლდონზე“




