LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონმა დატვირთული სამუშაო დღე ქველმოქმედებას მიუძღვნა (ფოტოები)

65

ქეით მიდლტონი ორგანიზაცია 100 Women in Hedge Funds-ის გალა-წვეულების მასპინძელი გახლდთ. ეს ორგანიზაცია 17 ქვეყნის 10 ათასზე მეტ ქალს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო მისიებში მონაწილეობენ. ღონისძიებაზე მიდლტონი ულამაზესი კაბით მივიდა, რომელიც ყვავილოვანი პრინტით იყო გაფორმებული.

ამავე დღეს მიდლტონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Chance UK-ს ეწვია და ახალგაზრდა თანამშრომლებს შეხვდა. ეს ორგანიზაცია 5-დან 11 წლამდე ბავშვების ადრეული ეტაპის განვითარებაზე მუშაობს. ამჯერად მიდლტონს აკადემიური ნაცრისფერი კაბა ეცვა, Orla Kiely -ის პლისე ქვედაბოლოსთან კომბინაციაში. ეს ის კაბაა, რომლითაც ქეითი სამი წლის წინაც გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g