LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მოსი „რეალურ სიყვარულში“ მონაწილეობას მიიღებს

183

ბრიტანელი სუპერმოდელი ქეით მოსი ფილმ „რეალური სიყვარულის“ ახალ ნაწილში გამოჩნდება. უკვე ცნობილია, რომ პროექტი არა სრულმეტრაჟიანი ფილმი, არამედ მინი-ფილმი იქნება და „ბი ბი სის“ ეთერში მისი ჩვენება 24 მარტს შედგება.

მოსის წარმომადგენელმა მოდელის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა სხვა დეტალების გამხელისგან მან თავი შეიკავა.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ კერტისის ფილმი ეთერში 2003 წელს გამოვიდა. მასში ჰოლივუდის უმარავი ვარსკვლავი მონაწილეობდა, მათ შორის ჰიუ გრანტი, ლიამ ნისონი, ემა ტომსპონი, კოლინ ფერტი, ალან რიკმანი, კირა ნაითლი და სხვები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები