ქეთა თოფურიას არა ერთხელ დაუმტკიცებია, რომ თამამი სტილი იზიდავს. მომღერალი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს. ამჯერად, თაყვანისმცემლებს საშუალება მიეცათ ის დრედებში ნახონ.
ასეთი ვიზუალით ქეთა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრის სახით წარდგება. ფოტოები, რომლებიც ტელევიზიის საგრიმიოროში არის გადაღებული, ქეთამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ თავად გააზიარა და დააანონსა, რომ შოუს მსვლელობის დროს ის ერთ-ერთ ჰიტსაც შეასრულებს.