ქეთა თოფურია ბავშვობის დროინდელ ფოტოს აქვეყნებს და დედას, ნატა თოფურიას დაბადების დღეს ულოცავს. „დედა, შენს დღეს გილოცავ, მე შენ ძალიან მიყვარხარ“, აღნიშნავს ქეთა.
მომღერლის ცხოვრებაში დედას ძალიან დიდი როლი აქვს. ნატა თოფურია შვილის კარიერის მოწყობაში მისი პატარაობიდანვე აქტიურად იყო ჩართული. რუსეთში საცხოვრებლად გადასულ ქეთას თან გაჰყვა და ხელი შეუწყო. დედის დამსახურებებს ქეთა არცთუ იშვიათად აღნიშნავს ხოლმე და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
