LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას პროვოკაციად აფასებს

69

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი პროვოკაციად აფასებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკლესიაში მისვლის ხელის შეშლის თაობაზე.

“წლების განმავლობაში ჩვენი მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ყოველთვის არის ჰუმანიტარული წვდომა – ზოგადად გადაადგილების თავისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ დღესასწაულებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სიწმინდეს. გიორგობა დღეს ეკლესიის მონახულებისთვის ხელის შეშლა თავისთავად არის ძალიან სერიოზული პროვოკაცია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანლობასთან იმის თაობაზე, რომ ერთი მხრივ, არანაირი პროვოკაცია არ დაიგეგმებოდა ქართული მხარის მიერ, მაგრამ იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ტრადიციულად აქვს სურვილი, უფლება და უნდათ, რომ ეწვიონ ეკლესიას და დღესასწაულზე დაანთონ სანთელი, მათ უნდა ჰქონდეთ ასეთი წვდომის შესაძლებლობა. ნებისმიერი ხელისშემშლელი მოქმედება ეწინააღმდეგება არა მხოლო კანონს, სამართალს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პროვოკაციად შეაფასა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილი, რასაც მიტროპოლიტი ანდრია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება პროვოკაციად ჩაითვალოს ტაძრში ბავშვებთან და ქალებთან ერთად მისვლა.

შექმნილი მდგომარეობის გამო აძვისთავის ნაცვლად, სასულიერო პირებმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული პარაკლისი სოფელ აძვის სამებაში აღავლინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები