LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ციხელშვილი ეუთო-ს წარმომადგენლებს შეხვდა

159

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა მოლაპარაკებები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯომარესთან ეუთოს მხრიდან გიუნტერ ბეხლერთან და ეუთოს მთავარ მრჩეველთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში არმინ რიზერთან გამართა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, შეხვედრაზე  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი კრიმინოგენური  და სოციალური მდგომარეობა განიხილეს.  სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო პროცესში ეუთოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი და სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

magti 5g