LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან ქემოკლიძე გახდება პირველი ქართველი, რომელიც კარმენს სევილიაში შეასრულებს

570
ketiqemoklidzenews

ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე სევილიაში კარმენის როლს შეასრულებს და ის გახდება პირველი ქართველი, რომელიც ყველაზე ცნობილი სევილიელი ქალის პარტიას იმღერებს სწორედ ამ ქალაქში იმღერებს.

სევილიის მაესტრანცას საოპერო თეატრმა მომდევნო წლის სეზონი და დაგეგმილი სპექტაკლები ოფიციალურად დააანონსა. აღსანიშნავია, რომ სეზონის დახურვაზე, 2012 წლის მაისსა და ივნისში კარმენის  როლზე ქართველი საოპერო მომღერალი თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ მენენდესმა პირადად მიიწვია. სპექტაკლის რეჟისორია ესპანელი ემილიო სახი.

ქეთევან ქემოკლიძე კარმენის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად მიიჩნევა და ეს პარტია სხვადასხვა სცენაზე აქვს ნამღერი, მსოფლიო მასშტაბით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g