სახელგანთქმული ქართველი მეცოსოპრანო, ქეთევან ქემოკლიძე ცნობილი ესპანური საოპერო ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდეს. ფოტო, რომელიც გამოცემამ გამოიყენა, ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ეკუთვნის.
„ოპერა აქტუალურის“ ჟურნალში ქართველ მეცოსოპრანოს სტატია სევილიური კარმენის აღსანიშნავად მიუძღვნეს. ინტერვიუში ის საუბრობს თავისი შემოქმედებითი გზისა და მის მიერ სცენაზე გაცოხლებული პერსონაჟის შესახებ.