ქეთევან ქემოკლიძემ „კარმენის“ შესრულების შემდეგ, ტრიესტეს თეატრის მთელი დასი გააერთიანა კამპანიაში: #spendyoursummeringeorgia
ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერის თეატრში, „კარმენის“ როლის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი ქეთევან ქემოკლიძე, 3-საათიანი სპექტაკლის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელი სიურპრიზით წარდგა: საოპერო ვარსკვლავის თხოვნით, მთელი შემოქმედებითი დასი, ტრიესტეს საოპერო სცენიდან უერთდება კამპანია #visitgeorgia #spendsummeringeorgia. მიმართვას მაესტრო ოლეგ კაეტანი დირიჟორობს!