მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო წარმატებით გამოდის მსოფლიოს სცენებზე. ის მსოფლიოში კარმენის როლის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად ითვლება. ტრიესტეს ვერდის სახელობის ოპერაში მის კარმენს იტალიურმა „რაი“-მ სიუჟეტი მიუძღვნა და აღნიშნეს, რომ ქართველი არტისტის მომხიბლელობაში, რომლის რეპეტუარი მოიცავს მეცოს წამყვან პარტიებს, შერწყმულია მისი საოცარი ვოკალური და სამსახიობო ნიჭი თუ შთამბეჭდავი გარეგნობა. როგორც მსოფლიოს სხვა სცენებზე, ამ კარმენმაც მას პუბლიკის დიდი ოვაციები და დამსახურებული პირადი წარმატება მოუტანა.
კრიტიკა ასევე აღნიშნავდა
“მთავარი გმირი ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძეა, ძალიან კარგად მოდელირებული ცეცხლოვანი და მძაფრად მომხიბვლელ ბოშა ქალზე, მაგრამ არასოდეს გადაჭარბებული. მისი, არა მხოლოდ მსუყე და მომნუსხველი ხმა, არამედ ელეგანტური და კარგად სტრუქტურირებული ვოკალური ხაზი: სავსე დაბალი და სუფთა მაღლები ზუსტად ხაზს უსვამენ ქემოკლიძის მდიდარ და კრისტალურ ხმას …” გაზეთი “ტეატრო”
ქეთევან ქემოკლიძის მრავალფეროვანი კარმენით შესდგა დებიუტი ვერდის თეატრში, ქართველი მეცო-სოპრანოს მოქნილი და ყველა რეგისტრში ერთნაირად მძლავრი ხმა, უნიკალურად გამორჩეული სამსახიობო ნიჭი და გარეგნობა, რომელიც ზედმიწევნით შეესაბამება საზოგადოებაში გავრცელებულ კარმენის სახეს… გაზეთი “ტრიესტე პრიმა”