სასულიერო პირებმა და მრევლმა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ენგურის ხიდზე მიაბრძანეს და პარაკლისი აღავლინეს.
გარდა ამისა, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სიწმინდეს მთხვეოდა.
წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მთელს საქართველოში მოგზაურობს.