LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ჩხიკვაძის ახალი კოლექცია პარიზში გამოფენაზე გაიგზავნება

121

ქეთი ჩხიკვაძე 2017 წლის ზამთრის ახალ კოლექციაზე მუშაობს. დიზაინერი მომხმარებელს ქალის ტანსაცმელსა და ჩანთებს სთავაზობს. დიზაინერი თავის ნამუშევრებს სხვადასხვა ნაქარგებით, მარგალიტებით, თვლებით, მეტალებით, ნატურალური ბეწვითა და ტყავით აფორმებს.

როგორც დიზაინერმაფორტუნა პლუსსგანუცხადა, ახალ კოლექციაში ოქროსფერი, შავი და ჟანგისფერი იქნება აქტუალური. ახალი კოლექციის შექმნის დასრულებისთანავე ის პარიზში გამოფენაზე გაიგზავნება.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლები სასურველი პროდუქციის შეძენას 150 ლარიდან 1000 ლარამდე შეძლებენ.

დიზაინერის კოლექციები უკვე 5 წელია, რაც პარიზის და მეორე წელია, რაც ნიუიორკის . შოურუმშია წარმოდგენილი.

მომხმარებელს ქეთი ჩხიკვაძის კოლექციების ნახვა დიზაინერის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე შეუძლია ( https://goo.gl/pdMCCa ) სამოსის შეძენა კი, მოსაშვილის 7 ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები