საპროტესტო აქციაზე გადაცემა #სირცხვილია მიმდინარეობს, სადაც სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” პოლიტიკურ შეფასებაზე ისაუბრა.
„ჩემი ცოლის დაქალები“ უკვე მერვე წელია რუსთავი 2-ზე გადის და შეთავაზებების მიუხედავად სხვა არხზე არ გადავსულვართ. კარგად გვესმის, რომ ჩვენი სერიალი რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას ეხმარებოდა და სერიალები ზოგადად ამიტომ მოიგონეს, რომ დაეხმაროს არხის სარედაქციო პოლიტიკას. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებასაც ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ რას ვიზამთ ხვალ და ზეგ“ – აცხადებს ქეთი დევდარიანი.
საპროტესტო აქცია #სირცხვილია ახალი ფორმატით გრძელდება. ყოველდღიურად, სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყება გადაცემა “სირცხვილია”, რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში მოხდება.