კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ არტ-მენეჯმენტის კონცეფციებზე ისაუბრეს:
“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვიმსჯელეთ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – “საჩუქარი” ახალგაზრდა ტალანტების ინტეგრაციის საკითხზე.
ქეთი დოლიძემ ქართული არტ-მენეჯმენტის განვითარების კონცეფციები გაგვიზიარა.” – თქვა ელისო ბოლქვაძემ.