LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ფარესაშვილი: „ვხედავ, რომ ლაიკების და ნახვების ციფრმა სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი, ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება“

363
BeFunky-collage (3)

ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ქეთი აღნიშნავს, ზოგიერთ ადამიანს „ლაიკებისა“ და ნახვების ციფრებზე აქვს აგებული ცხოვრება.

ქეთი ასევე წერს, რომ ერთ დღესაც რომ გაუქმდეს „ლაიკებით“ და ნახვებით მოპოვებული, არაეალური, ხშირად უფრო ყალბი „რეიტინგები“, ეს ხალხი დიდი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდება.

„ვხედავ, რომ ლაიკების და ნახვების ციფრმა სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი,

ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ჭარბი პოტენციალი გამოიყოფა და ამას ზიანი მოაქვს, აცდენილია რეალობას, თვით ამის გამომოგონებლები არ იყენებენ თავის ცხოვრებაში ამ ალგორითმს..

ამიტომ არასდროს აღმიქვამს სერიოზულად ეს საკითხი, ყველაფერი „ლაივი“ და რეალური მიყვარს.

არსებობს დიდი ალბათობა, იმისა, რომ ერთ დღეს გაუქმდეს ლაიკებით და ნახვებით მოპოვებული, არაეალური, ხშირად უფრო ყალბი „რეიტინგები და აქედან გამოწვეული ფრუსტრაცია საკმაოდ მძიმე დასაძლევი შეიქმნება, შესაძლოა გამანადგურებელიც,“ -წერს ქეთი ფარესაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები