LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი გაბისიანი: „პირველი ქმრის დაღუპვის შემდეგ მუსიკამ გადამარჩინა და მეორე ქმარსაც მუსიკამ შემახვედრა…“

640
ქეთი და ლევანი

კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ჟურნალ „სარკეს“ პირად ცხოვრებაში გადატანილი პერიპეტიების შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ ის მუსიკამ გადაარჩინა:

„ბევრი რამ დატრიალდა ჩემს თავს. პირველ მეუღლეს, ვაჟა კუჭაიძეს, ბავშვობიდან ვიცნობდი. პატარა ვიყავი, 17 წლის, როცა ცოლად გავყევი. 10 წლის შემდეგ ქმარი ავტოკატასტროფაში დამეღუპა. უდიდესი ტრაგედია განვიცადე. ალბათ, ვერ გადავრჩებოდი, რომ არა მუსიკა. ფიქრისთვის დროს არ დავიტოვებდი.

მუსიკამ შემახვედრა ჩემს მეორე ქმარს, ლევან დეისაძეს, შესანიშნავი მუსიკოსია, ბასისტი, საქმეც გვაკაშირებს ერთმანეთთან და სიყვარულიც და რაც მთავარია, კარგი მეგობრები ვართ…“

ქეთი გაბისიანი: „ჩვენს დედებსა და ბებიებს მიაჩნდათ, რომ ქალი ქმარმა უნდა არჩინოს, მაგრამ დღეს ეს მიდგომაც მთლიანად შეიცვალა“

ქეთი გაბისიანმა რჩეული გამოაჩინა – ის ცნობილი მუსიკოსია

ვიდეო: დაათვალიერეთ ქეთი გაბისიანის ახალი ულამაზესი სახლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები