LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ლობჟანიძე: „როგორ გძინავთ, ანტივაქსერებო?! სინდისი სულ არ გაწუხებთ?!“

1290
ketilobjanidze

საფრანგეთში მოღვაწე ექიმი, ქეთი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერებს მიმართავს და წერს, რომ მათ სინდისი აუცილებლად უნდა აწუხებდეთ.

გთავაზობთ პოსტს სრულად:

„ბუსტერდოზაზე ჩასაწერად რომ დავრეკე, 28-ში შემომთავაზეს, ისეთი ტაციობა ყოფილა ტრუსოში. ასე იქნება პარიზის სხვა დიდ საავადმყოფოებშიც. მივდექი, მოვდექი და ვიპოვე ადგილი, დღეს მიწევს დამცავი ფარის გამაგრება ჩემსა და სიკვდილს შორის!

თქვენ როგორ გძინავთ, ანტივაქსერებო?! აქამდე როგორღაც მეცოდებოდა შეცდომაში შეყვანილი და დაშინებული ხალხი. სრული ავტორიზაციის მერეც რომ აგრძელებთ ამ შავ სტატისტიკას ქვეყანაში, თქვენს გულგრილობას კარგი ადამიანები ეწირებიან, თქვენს სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი და მგლოვიარე ოჯახი, თქვენი მიზეზით გაჩერდა ცხოვრება, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, მათი რიცხვი იზრდება ჰოსპიტალიზებულთა შორის, ეს ნორმალურია?!..

მართლა როგორ გძინავთ, სინდისი სულ არ გაწუხებთ?!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები