LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ორჯონიკიძე: არსებობს პერიოდი, როდესაც ყველა ვაფრენთ

95

გადაცემის სტუმარი მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე იყო. საუბარი მისი ცხოვრებისა და პირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.

– ქეთი, რას საქმიანობ დღესდღეობით?
– ჩავწერე ეთნო-ბლუზის ჟანრის ახალი სიმღერა. დავიწყე სიმღერების წერა და ამ ფაქტის გაჟღერება. საავტორო ნამუშევარი ლიტერატურულ კონკურს „საბაზე“ ვიმღერე. მოწონება დაიმსახურა და ძალიან გახარებული ვარ. უკვე ალბომზეც ვფიქრობ მუშაობის დაწყებას.

– რატომ არ წარუდგინე საზოგადოებას ბევრი სიმღერა მაშინ, როდესაც პოპულარობის ზენიტში იყავი?
– პირველ რიგში რეპერტუარის გამო, სულ უცხოურ ენაზე იყო დაწერილი სიმღერები ჩემთვის. ეხლა უფრო დავიწყე მაქსიმალურად ქართულის შექმნა. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

– ბავშვობიდან განსხვავებული იმიჯი გქონდა, ამჟამად კი რადიკალურად შეიცვალე, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი?
– „ვარსკვლავების აკადემიაში“ ამ იმიჯზე დაიწყეს მუშაობა, კერძოდ კი მარინა ბერიძემ და ლანა ქუთათელაძემ. მეც ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობ, რომ საინტერესო სასცენო სახე შეიქმნა ჩემი სახით.

– ხომ არ გიფიქრია საზღვარგარეთ წასვლაზე?
– შიგადაშიგ ხშირად მიწევს წასვლა უცხოეთში, მაგრამ ბოლოს უკან ვბრუნდები. არ ვიცი მომავალში როგორ იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ასე ვარ. აქ ბევრი მელოდება, პირველ რიგში კი დედა.

– თუ ყოფილა მომენტები, როდესაც დედას და შენ ერთმანეთის არ გესმოდათ?
– რა თქმა უნდა, არსებობს პერიოდი, როდესაც ყველა ვაფრენთ. მე ეს ყველაფერი არ მიგვრძნია, არასოდეს შემიმჩნევია, რომ რაღაც არ მოსწონს. ალბათ მიდგომა ჰქონდა სხვანაირი და იმიტომ.

– მოსწონს შენი შემოქმედება?
– რა თქმა უნდა, ჩემი პირველი თაყვანისმცემელია.

როგორ შეეგუა შენს ვიზუალურ ცვლილებებს?
– დედა ძალიან თანამედროვეა და არასოდეს არაფერზე გართულება არ ჰქონია. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ სულ. მთავარია ადამიანმა კარგად აკეთოს თავისი საქმე.

– რატომ არ ჩნდები დიდ კონცერტებში?
– ასეც ვერ ვიტყოდი. რეალურად ღირებულ კონცერტებში ყოველთვის ვღებულობ მონაწილეობას. ზოგადად, მონაწილეობას მე არ ვწყვეტ და ვინც წყვეტს, მას ჰკითხეთ.

– ბენდი თუ გყავს?
– კი მყავს.

– შენი შემოსავლის წყარო მხოლოდ სიმღერაა?
– დიახ. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ არის ასეთი მუშაობა და თავი მუსიკას უნდა მივუძღვნა.

როგორია ქეთი ორჯონიკიძე ოჯახში. გეხერხება საჭმლის მომზადება?
– თუ ცუდად არის ადამიანი მოვუმზადებ (იცინის), ზოგადად, მირჩევია გამზადებული იყოს. ჯერ არ დამჭირვებია, თორემ ალბათ მეცოდინებოდი. ადრე ნამცხვარსაც კი ვამზადებდი და თუ არ მატყუებდნენ, კარგადაც გამომდიოდა (იცინის).

– როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
– ვიღვიძებ როცა მეღვიძება, თუ სადმე გასასვლელი არ ვარ. ვრთავ ჩემს ელექტრონულ პიანინოს და ვიწყებ გართობას სიმღერებით… შემდეგ თუ სცალია მასაჟისტს, მივდივარ მასაჟზე. ამის მერე ბენდთან რეპეტიციები მაქვს, დღის ბოლოს კი მეგობრებს ვნახუილობ ან ჩემთან მოდიან. ეს არის დღის კომბინაცია.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– არაფერი.

– ბევრს წერდნენ შენი და ბექა ბროლაძის შესახებ… რატომ მოხდა ასე?
– როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. უბრალოდ ასე მოხდა, მორჩა ის ეტაპი და მორჩა ყველაფერიც.

– ერთად იყავით?
– კი, მცირე პერიოდი.

– დღეს მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა.

– როგორია შეყვარებული ქეთი?
– ისეთივე, როგორც არაშეყვარებული.

– როგორია შენი იდეალური მამაკაცი?
– ყურადღებიანი, კეთილი ყველას მიმართ და არამარტო ჩემთან და ა.შ.

– ეგოისტი ხარ?
– კი, თუმცა არც ისე ძალიან.

– რა გაღიზიანებს?
– სიუხეშე და ზოგადად, უხეში ხალხი. მაშინვე აგრესიული ვხდები.

–  ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– საკუთარი სახლი და ოთახი.
– როგორია შენი ოთახი?
– სავსეა სადენებით (იცინის), ელექტროობასთან კარგად ვარ და ჩემს ოთახში ყველაზე მეტი სადენია.

– კრისტინა აგილერა კიდევ გიყვარს?
– კი. მას უნდა ვუმადლოდე ზოგადად ყველაფერს, რაც მაქვს და ვარ ამ ცხცოვრებაში.

– რომელია ყველაზე ბედნიერი პერიოდი შენს ცხოვრებაში?
– ბავშვობა.

პერიოდი, რომლის გახსენებაც არ გსურს…
– ასეთი პერიოდი არ არსებობს. ნებისმიერმა ცუდმა დრომ უკვე გაიარა…
უცხოურ კონკურსებში თუ გსურს მონაწილეობა?
– თუ რამე ნაბიჯს გადავდგამ კონკურსთან მიმართებაში,  უნდა მიღირდეს, რადგან ეს ძალიან დიდ სტრესთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე არ მსურს.

რომელი კითხვა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– ერთხელ ერთმა დამწყებმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დამისვა: „თქვენ, ვინაიდან როკს მღერით, სატანისტი ხართ?“ – ასეთი ტიპის კითხვები მაღიზიანებს და ცოტა ღიმილისაც მგვრის.

როგორი იყო შენთვის ეს ერთი საათი?
– არაჩვეულებრივი იყო ეს ერთი საათი ამ სტუდიაში. სიამოვნებით გესტუმრებით კვლავაც.


– წარმატებებს გისურვებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები