LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი სვანიძე: „მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას!“

427
ketisvanidze345

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ქეთი სვანიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს. მისი განცხადება ახლახან გამოაქვეყნდა სოციალურ ქსელში:

„…ოჯახური ძალადობის ინსტიტუტი საუბედუროდ ყოველთვის იყო და არსებობდა საზოგადოებაში, უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქალებს ამის თაობაზე ღიად საუბარი უჭირთ, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. ძალადობის აღიარება დღეს შიშის ქვეშ არ უნდა ხდებოდეს და ამაზე ქალები ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ. მე მხარს ვუჭერ ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს და ვუცხადებ სოლიდარობას…

მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, ვგმობ ძალადობას!

არა ძალადობას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g