თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ ცხოვრობს მომღერლის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ.
ქეთი წიკლაური:
„როგორც ყველას ქვეყანაში, ჩვენს ოჯახსაც აქვს ფინანსური პრობლემები, რომლებიც პანდემიამ უფრო გაამძაფრა. როცა მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავი, ჩემი მოკრძალებული ხასიათის გამო ვერ გავბედე და ვერ ვკითხე, რას გვიპირებენ მომღერლებს, მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, მათ, ვინც ბიუჯეტის ხელფასებით არ ვიკვებებით. ერთჯერადი პროექტების ფულით ხომ ვერ ვიცხოვრებთ? თუ კულტურის მუშაკებს არ ექნებათ მინიმალური საარსებო საშუალება, როგორ შექმნანღირებული ნაწარმოებები?
კულტურას დადამიანები ქმნიან, ამ ადამიანებზე კი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს… სანამ მამა ცოცხალი იყო, არავინ დაინტერესდა, რითი ვარსებობდით, არც პანდემიამდე გვქონდა სანატრელი ცხოვრება“.