მსახიობმა კეტრინ ზეტა-ჯონსმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ლონდონში გამართული ახალი ფილმის, Dad’s Army-ს პრემიერაზე. წითელ ხალიჩაზე ოსკაროსანი მსახიობი პენსიონერ მამაკაცებთან ერთად გამოჩნდა, რომლებიც აღფრთოვანებულები ადევნებდნენ თვალს სექსუალურ ვარსკვლავს. ჯონსი ულამაზეს ლურჯ კაბაში იყო გამოწყობილი და ნამდვილად ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე. კაბის ავტორი Elie Saab-ის მოდის სახლია.
ფილმი Dad’s Army გადაღებულია BBC-ის ამავე სახელწოდების კომედიური სერიალის მიხედვით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზეა შექმნილი. ახალ ფილმში კეტრინ ზეტა-ჯონსის გარდა, მთავარ როლს ნილ ნაი ასრულებს.