ჰიუ ჯეკმანი შეყვარებულია. მედიის ცნობით, 56 წლის მსახიობი კოლეგას, 49 წლის სატონ ფოსტერს ხვდება.
„მათ ჯერჯერობით რომანის გახმაურება არ სურთ. ჰიუ მთელ თავის თავისუფალ დროს ახალ პარტნიორთან ერთად ატარებს და ის საოცრად ბედნიერია“, – აცხადებს წყარო.
ცნობისთვის, მსახიობების რომანის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათ ერთად მიუზიკლში მიიღეს მონაწილეობა. წითელ ხალიჩაზე ფოტოობიექტივის წინაშე კი მათ აშკარა ფლირტი ჰქონდათ გაბმული.
შეგახსენებთ, ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი ფერნისი, 27 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს გასულ წელს დაშორდნენ.
„ეს არის 55“ – ასე უვლის საკუთარ თავს ახლად განქორწინებული ჰიუ ჯეკმანი