ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ამის შესახებ უელსის პრინცესამ თავად ამცნო გამომწერებს. ამჯერად კი ქეითი საჯარო საქმიანობას უბრუნდება და მეტიც, ოჯახთან ერთად აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. მიდლტონი მეუღლესთან, პრინც უილიამთან და მეფე კარლთან ერთად ბალტიმორში გამოჩნდა.
პაპარაცებმა სამეფო ოჯახი წირვაზე მიმავალ გზაზე გადაიღეს. საინტერესოა, რომ ახალ ფოტოებზე ქეითი მანქანას უკვე თავად მართავდა, მას შლაპა ეხურა და სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა.
ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ქეით მიდლტონი სამუშაო გარემოს დაუბრუნდა
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების გზაზეა
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი წვერებში – უელსებმა ახალი ვიდეო გაავრცელეს