ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის პროტოკოლით გათვალისწინებულ სამუშაო გრაფიკს დაუბრუნდა. უელსის პრინცესამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად განაცხადა, რომ მან ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა. ამჯერად ქეითი ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. აუდიენცია კენსინგტონის სასახლეში იყო დანიშნული.
ქეითის უახლოესი საჯარო გამოსვლა ნოემბერში დაინიშნა, უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქეითი დეკემბერში, სამეფო ოჯახის მიერ დაგეგმილ ყველა საშობაო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი გამოჯანმრთელების გზაზეა
სიმსივნესთან მებრძოლი ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი წვერებში – უელსებმა ახალი ვიდეო გაავრცელეს