ქლოე გრინი და „ყველაზე ლამაზ პატიმრად“ მიჩნეული ჯერემი მიქსი მშობლები გახდნენ. ეს ამბავი ახალბედა დედამ „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
„ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ 29 მაისს არაჩვეულებრივი ბიჭი, ჯეიდენ მიქს-გრინი შეგვეძინა. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. სიყვარულით, ქლოე და ჯერემი“, – დაწერა მან.
გრინის ორსულობის შესახებ ცნობილი მარტში გახდა, თუმცა ბოლო მომენტამდე კომენტარის გაკეთებისგან ორივე მხარე თავს იკავებდა.