LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლოე კარდაშიანი და ტრისტან ტომპსონი დაშორდნენ

789
10025402-0-image-a-58_1550623626671

კარდაშიან-ჯენერების ოჯახურ ისტერიკას დასასრული არ უჩანს. კიმის ხმაურიანი ლუქისა და კაილის სავარაუდო ნიშნობის შემდეგ, ამჯერად მედიის ყურადღების ცენტრში, ქლოე მოექცა.

კიმ კარდაშიანი ახალი ლუქით ძეხვს შეადარეს (ფოტო)

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი დაინიშნენ?

გაირკვა, რომ ამერიკელი სატელევიზიო სახე ბოიფრენდს, კანადელ კალათბურთელს, ტრისტან ტომპსონს დაშორდა. ინსაიდერის ინფორმაციით, 27 წლის სპორტსმენმა 34 წლის სელებრითს მისი პატარა ნახევარდის მეგობართან, სოციალური ქსელის ვარსკვლავთან, ჯორდინ ვუდსთან უღალატა.

როგორც ჩანს, ტრისტანი შეცვლას არ აპირებს. ქლოემ აქამდე მას ერთხელ უკვე აპატია ღალატი, როცა მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიტყო, რომ მისმა რჩეულმა ღამე კლუბში გაცნობილ გოგონასთან გაატარა. მათ საერთო ქალიშვილი, თრუ ჰყავთ, რომელიც ქვეყანას გასული წლის აპრილში მოევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები