LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ახალი ლუქით ძეხვს შეადარეს (ფოტო)

9949040-0-image-a-39_1550479442542

კიმ კარდაშიანის  ლუქი ლოს-ანჯელესში, Hollywood Beauty Awards-ზე სტუმრობისას განხილვის თემად იქცა. როგორც ჩანს, 38 წლის სატელევიზიო სახე მაღალი მოდით დაინტერესდა.

გაირკვა, რომ ღონისძიებისთვის ამერიკელმა ვარსკვლავმა ,,მუგლერის” 1998 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან, ,,ოტ კუტური” მოირგო.

სამი შვილის დედამ მაქსიმალურად მოინდომა და ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ფოტოებზე, რომლებიც თავად კანიე უესტის მეუღლეს არსად გამოუქვეყნებია, კიმს მხოლოდ ძუძუს თავები აქვს დაფარული.

აღმოჩნდა, რომ კიმის ეს ლუქი ინტერნეტმომხმარებლების დაცინვის საგნად იქცა. სოციალურ ქსელში ის ძეხვს შეადარეს.

შეგახსენებთ, რომ ქარდი ბის ,,გრემიზე” ,,მუგლერის” 1995-1997 წლების ,,ოტ კუტური” ეცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები