LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბის ,,გრემიზე” ,,მუგლერის” 1995-1997 წლების ,,ოტ კუტური” ეცვა

BeFunky-collage (8)

ქარდი ბის გამორჩეული ჩაცმულობა ,,გრემიზე” დღემდე განხილვის თემად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ 26 წლის რეპერის ლუქმა წითელ ხალიჩაზე, დარბაზსა და სცენაზე, მოდის კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

გაირკვა, რომ ამერიკელმა ვარსკვლავმა სამივე ,,ოტ კუტური” ,,მუგლერის” 1995 წლის შემოდგომისა და 1997 წლის გაზაფხულის კოლექციებიდან მოირგო.

აღსანიშნავია, რომ კოსტიუმები პარიზიდან ამერიკაში სპეციალურად ახალგაზრდა ჰიპ-ჰოპ შემსრულებლისთვის ჩაიტანეს.

როგორ ემზადებოდა ქარდი ბი ,,გრემის” დაჯილდოებისთვის იხილეთ ვიდეოში, რომელიც Vogue-ის ოფიციალურ Youtube არხზე გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები