თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მამაკაცმა მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა. „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სამართალდამცველებმა კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ დამამძიმებელ გარემოში მკვლელობას გულისხმობს.