LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქმარმა ცოლი შუაღამით ჯუნგლებში დატოვა: მიზეზი?

123
tailand-800x450

ტაილანდის მკვიდრმა ცოლი ჯუნგლებში დატოვა და მის გარეშე წავიდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც წყვილი გზაზე შეჩერდა მოსასაქმებლად.

გამოცემა Outkick-ის ცნობით, 55 წლის ბუნტ ჩაიმუნი და მისი მეუღლე შვებულებიდან შინ ბრუნდებოდნენ. ღამით მამაკაცმა მანქანა გააჩერა და ხეებში გაუჩინარდა. სანამ ქმარი იმ საქმეზე იყო გასული, ცოლმა გადაწყვიტა თავადაც მიებაძა და ტყეში შევიდა. ამასობაში ბუნტი დაბრუნდა, დაჯდა საჭესთან და შინისკენ დაგაზა. მოგვიანებით, კაცმა აღიარა, რომ მანქანაში უჩვეულო სიჩუმემ კი გააკვირვა, მაგრამ ეგონა, რომ ცოლს უკანა სავარძელზე ჩაეძინა.

ერთი შარდის გამო მიტოვებულ ამნუაის სიბნელეში ფეხით წასვლა მოუწია უახლეს დასახლებამდე, რომელიც 20 კმ-ში იყო. მან პოლიციას მიმართა, რათა ქმარს დაკავშირებოდნენ. ქალს მობილური მანქანაში დარჩა, ქმრის ნომერი ზეპირად არ იცოდა, ამიტომ პოლიციას რამდენიმე საათი დასჭირდა ჩაიმუნთან დასაკავშირებლად. ამ დროში კი ქმარს უკვე 160 კმ ჰქონია გავლილი.
პოლიციის ზარის შემდეგ ქმარი უკან მიბრუნდა ცოლის წასაყვანად.

ქალმა აღიარა, რომ არ ბრაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g