LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

179
2024-06-07_02-21-16_282807

ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული, – აღნიშნულის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია, რომელსაც მისდევს.

„იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, რათა წინ წაიწიონ თავიანთი ქვეყნის დიდხნიანი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. მაგრამ თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, შეერთებული შტატები მზად არის განახორციელოს დამატებითი ქმედებები…

ის ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ურთიერთობის ძირეულ გადახედვას ვახდენთ.

როგორც ვთქვი, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, შეცვალოს ტრაექტორია, რომელსაც მისდევს. ეს მხოლოდ კანონს არ ეხება, რომელიც მათ მიიღეს. ეს ასევე ეხება დემონსტრანტების დარბევას. ასევე, იმ განცხადებებს, რომლებიც ლიდერებმა გააკეთეს, რომლებითაც ისინი უარყოფენ გეზს, რომელზეც საქართველო ამდენი ხნის განმავლობაში იდგა. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო შემოტრიალებისთვის. ჩვენი პოლიტიკა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო“, – განაცხადა მილერმა“, – განაცხადა მილერმა.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g