95 წლის დედოფალი ელისაბეთი საქმიანობას ოფიციალურად დაუბრუნდა. მონარქის ახალი ფოტოები ბუკინგემის სასახლიდან გავრცელდა, სადაც მან რამდენიმე მაღალი რანგის სტუმარი მიიღო. შეხვედრა მონარქთან პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში შედგა ანუ დედოფალი სტუმრებს დიდი ეკრანით ეკონტაქტებოდა.
საინტერესოა, რომ პრინცი ფილიპის გარდაცვალებიდან ზუსტად ორი კვირაში დედოფალმა გადაწყვიტა გაეხადა შავის სამოსი, ის ჭრელი კაბითა და მარგალიტის მძივით გამოჩნდა ახალ ფოტოებზე. მონარქი სტუმრებს სახეზე ღიმილით ხვდებოდა.