ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცია. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო [ავტომობილების გადამზიდავი] და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ორივე მათგანი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა.
მთავარ სლაიდზე ფოტო: მარიკო კეკელიძე