საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთი-ოზურგეთის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და 180 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეწყერის გამო ქობულეთის სოფლების მოსახლეობას წყალიც არ მიეწოდებათ. შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაიწყეს დაზიანებული წყლის მილების აღდგენა.