LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთი- ურეკი ტრამვაით, ურეკი-შეკვეთილი კი ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდება

1081

ქობულეთი და ურეკი, შესაძლოა, ერთმანეთს ტრამვაით დაუკავშირდეს, ურეკსა და შეკვეთილს შორის კი საბაგირო გზის განვითარება განიხილება,- ამის შესახებ საუბარია ურეკისა და შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში.

პროექტები, რომლებიც შეკვეთილსა და ურეკში განხორციელდება:

საავტომობილო გზები და ქუჩები, საფეხმავლო და სარეკრეაციო გზები, საველოსიპედო ბილიკები, საზოგადოებრივი ღია სივრცეები და მიწის ნაკვეთები – ეს იმ პროქტების ჩამონათვალია, რომელიც შეკვეთილსა და ურეკში სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. ჯამში უნდა აშენდეს 15,57 კილომეტრი ახალი საავტომობილო გზა, 20,4 კილომეტრი ახალი ქუჩა და 3 საავტომობილო ხიდი. გენერალური გეგმა მუნიციპალიტეტს სთავაზობს ავტობანის სავარაუდო განვითარებასაც. ტრანსპორტის მიმართულებით, საველოსიპედო გზის  გარდა შესაძლებელია წყლის ტრანსპორტის განვითარებაც. ამასთან, გენგეგმაში ასახულია ქობულეთის აღმაშენებლის ქუჩისა და ურეკი -შეკვეტილის სარეკრეაციო ტერიტორიის გასწვრივ როგორც საცხოვრებელი, ისე საქმიანი ზონების, ასევე გასართობი და სპორტული კომპლექსების განვითარება. აღნიშნული ქუჩა, შესაძლოა, გახდეს ასევე ქობულეთსა და ურეკს შორის მთავარი გზა, რომლებიც ერთმანეთს შესაძლოა ტრამვაით დაუკავშირდნენ. ურეკი-შეკვეთილის ტერიტორიაზე იგეგმება საბაგირო გზის განვითარებაც.

ურეკისა და შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა:

აღსანიშნავია, რომ აქამდე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მხოლოდ ურეკს გააჩნდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით მსგავსი დოკუმენტი ამჯერად ორივე საკურორტო ზონაზე, ურეკსა და შეკვეთილზე გავრცელდება. გენერალური გეგმა პირვანდელი სახით 2016 წელს მიიღეს, თუმცა მასში რიგი ცვლილებები შევიდა და საბოლოო სახეც ცოტა ხნის წინ მიიღო.

ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორია ჯამში 1538 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აღნიშნული ტერიტორიების ფუნქციურ ზონებად დაყოფას გვთავაზობს და გარკვეულ შეზღუდვებსაც აწესებს. სანაპიროდან ხმელეთზე 110-დან 280 მეტრამდე მანძილზე იკრძალება ტერიტორიის როგორც საცხოვრებელ ზონად გამოყენება, ისე იმ ობიექტების მშენებლობა, რომელიც არ არის დაკავშირებული კურორტის განვითარებასთან. 

შესაძლებელია სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთზე შესაბამისი გადასახადიც დაწესდეს, რაც გენ. გეგმის ავტორების აზრით, ხელს შეუწყობს გამოუყენებელი მიწის ნაკვეთების განვითარებასა და ტერიტორიის  მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ბიუჯეტის შევსებას.

წყარო: bm.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g