LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა შეფერხდა

94

ადგილობრივი მოსახლეობა  ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აფერხებს, ამიტომ შესაძლოა პროექტის მოწინააღმდეგეები პატრულმა დაშალოს. ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა.

„იმ ადამიანებს, რომლებმაც კარვები გაშალეს, ვერ გავაგებინეთ, რომ  მათი საჩივარი ჩვენ არ გვეხება, ამიტომ მოგვცენ გზის მშენებლობის გაგრძელების შესაძლებლობამ” – განაცხადა ჯავახიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობა „ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის“ პროექტის ფარგლებში მათთვის განსაზღვრული მიწის კომპენსაციების ოდენობას აპროტესტებს.

ქობულეთის 18,8 კმ-იანი შემოვლითი გზის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წელს უნდა დასრულდეს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.

დაგეგმილია 18,8 კმ ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, ასევე 16 ხიდის, 4 გზაგამტარის, 2 გვირაბისა და 64 წყალგამტარი მილის მშენებლობა. ხიდების სიგანე 17 მეტრი, ხიდებზე სავალი ნაწილის სიგანე კი 14 მეტრი იქნება. რაც შეეხება გვირაბების გაბარიტებს, სიმაღლე 5 მეტრი, ხოლო გვირაბის სავალი ნაწილის სიგანე, 7.5 მეტრი იქნება.

mazda magti 5g