LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულებიც

386
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში განუცხადეს.

დაშავებულები ამჟამად კლინიკაში არიან გადაყვანილები.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.

ქობულეთის შემოვლითი გზა ამ წუთებში ორმხრივად არის გადაკეტილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები