ქობულეთში, სოფელ ხალაში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცი სანადირო თოფით მოკლეს.
მკვლელობას წინ ოთხ თანასოფლელს შორის კონფლიქტი უძღოდა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
