LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

160
7985236427991725734776355874681620660748288n

ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები დაეჯახნენ. ავარიის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

ერთი ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან და მათი მდგომარეობა მძიმეა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები