LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი

124
პოლიცია

ქობულეთში სოფელ ლეღვაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაშავდა, რომელიც კლინიკაში არის გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, მსუბუქი ავტომობილი, მდინარეში გადავარდა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები