LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

242
ხანძარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი, დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, ხანდაზმულმა მამაკაცმა, ხანძრის დროს სახლის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ფორტუნას” განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

მომხდართან დაკავშირებით „ფორტუნას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე, რომ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე, სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წევრებიც მივიდნენ.

ფოტო: აჭარის ტელევიზია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g