LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მამაკაცი ბაზის დაკბენის შედეგად გარდაიცვალა

250
3-82

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია “ფორტუნას” ადგილობრივმა მცხოვრებმა დაუდასტურა. რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, როგორც ოჯახის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა.

არსებული ინფორმაციით, სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წელს, ბაზის მიერ ადამიანების დაკბენის რამდენიმე შემთხვევა იყო. თუმცა, როგორც “ფორტუნას” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, არ აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ადამიანი დაკბინა წლის განმავლობაში მწერებმა.

შესაბამისად, ვერ ამბობენ, გახშირდა თუ არა მწერების ნაკბენების შემთხვევები რეგიონში.

 

„გარდაცვლილს კრაზანის დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდა“ – ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g