ქობულეთში, სოფელ გვარაში პოლიციელი დაჭრეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელმა მსუბუქი ავტომობილით საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რის შემდეგაც ადგილზე მისულ სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ავტომობილით ბოძს შეეჯახა.
დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.