ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ქალი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.