ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხმომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.