ქობულეთში ზღვაში დაკარგულ ერთ პირს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული ახალგაზრდა ქალია, რომელიც ზღვაში გუშინ, ძაღლის გადასარჩენად შევიდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.