„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგოდ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე მოქალაქეები კანონპროექტს სხვადასხვა შინაარსის ბანერებით აპროტესტებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო წარწერით: „ქოჩორა მაინც გაგვსთორავს“.
მოგვიანებით, აღნიშნული ფოტო გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა ფეისბუკ სთორიში გაავრცელა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ თავისუფლების მარშიდან ფოტო გამოაქვეყნა – ბავშვი ევროკავშირის დროშით ხელში.
პოზიციის დაფიქსირებიდან მალევე, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ“ ანგარიში გაქრა, მოგვიანებით კი მარშიდან იგივე ფოტო ფეხბურთელის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა.